საბავშვო არხმა Nickelodeon-მა SpongeBob-ის პრიქველი სერიალი “Kamp Koral“ შეუკვეთა. გადაღებებიც მალე დაიწყება. სერიალში მოთხრობილი იქნება 10 წლის SpongeBob-ის ისტორია საზაფხულო ბანაკში.
სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები SpongeBob-ის შემქმნელები, მარკ ჩეჩარელი და ვინსენტ უოლერი იქნებიან. ახალი სერიალი 2D ფორმატის არ იქნება, არამედ კომპიუტერის დახმარებით შექმნიან. სწორედ 3D ფორმატით გამოვიდა 2015 წლის ფილმიც.