კოლექციის ავტორის განცხადებით, მისი პირველი ფოტოა “მე ვკლავ შენთვის” რომელიც იმედია მომავლის მოდას ეხმიანება, სადაც ნაკლებად დახოცავენ ცხოველებს.
– ჩვენი ლექსიკონიდან ამოვიღებთ სიტყვას”ნამდვილი ტყავია”.დღეს მოდა კომერციულია და არის ის, რაც ხალხს უნდა მოაწონო, ხალხი ხარისხს მხოლოდ ტყავში ხედავს, ამიტომაც ჩვენ ვკლავთ ცხოველებს და ვყიდით ჩვენს “ხარისხიან”პროდუქციას,მინდა მომხმარებელმა მოგვთხოვოს, რომ ეს შეიცვალოს. ფოტო გადაღებულია თბილისში,ნავთლუღის ბაზრის ხორცის განყოფილებაში,სადაც ეს სისასტიკე ძალიან მძაფრად სჩანს.
წლევანდელ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ ლუქბუქს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო სტუმრების მხრიდან სწორედ ამ ფოტოს წყალობით.


ამ ფოტოს გადაღების იდეა ნავთლუღის ბაზარში თბილისის გასაცნობად ხეტიალისას მომივიდა. არაჩვეულებრივმა მსახიობმა ლაშა გაბუნიამ კარგად განასახიერა ის, რაც მე მინდოდა და ფოტოსაც სიზმარი დავარქვით. საერთოდ არ მქონდა გათვლა სქესზე. აქ სხვა მესიჯის გაგზავნას ვაპირებდით: შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი გამოგივიდეს მაგრამ სიზმრებში მაინც გვახსენებს თავს რთული წარსული,ამას შემდგომ “ეპატაჟურობაც”დაემატა -მე ვფიქრობ, რომ თვითონ სიტყვა არატრადიციული სხვა ასოციაციებს ქმნის საქართველოში, და არამარტო. საერთოდაც რა შუაშია ტრადიცია სქესთან ან რა არის ტრადიცია? ვფიქრობ არატრადიციული როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, ადამიანები არასწორად აწოდებენ საზოგადოებას საკუთარ მნიშვნელობას, არასწორი ენით საუბრობენ და დაკარგული აქვთ მთავარი სათქმელი,ზოგიერთი მათგანი ხომ გენიალური ხელოვნების შემქმნელები არიან, მაგრამ საზოგადოებაში ლაპრაკობენ, მხოლოდ ჩაგრულები, არადა როგორი ძლიერები არიან. მინდა, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ წარმატებებზე ილაპარაკონ და მისცენ მაგალითი სხვა ადამიანებს. მინდა ვუთხრა, რომ ეს შესაძლებელია, ნუ ხარ ჩაგრულის როლში, ცხოვრება ყველას სხვადასხვანაირად გვანადგურებს, მაგრამ ჩვენ ვდგებით და უნდა გავიმარჯვოთ, მე მომინდა რომ ძლიერი ადამიანის სახე ამ ორ გზავნილში გამეერთიანებინა, გადაღებისას ძალიან მეშინიდა, ჩვენი მსახიობი შავ კაბაში ასეთი ამაყი სახით ძველმანების ბაზარში…. მეშინოდა საზოგადოების რეაქციის,მაგრამ ხმა მესმის -ბებო რა ლამაზი ხარ. მოხუცი ქალბატონი გაბრწყინებული სახით უყურებს ჩვენს მსახიობს, ამას უცებ მეორე დახლიდან მოსული ქალბატონის რეპლიკაც დაემატა, რა ლამაზი კაბა აცვია….
ვფიქრობ მოდას იმაზე მეტი რამის თქმა შეუძლია ვიდრე ეს სიტყვებია.
არ არსებობს ტრადიციების უარყოფა მაშინ,როდესაც ტრადიციებს ხალხი ქმნს Fiveseven… და ზუსტად ასეთია ჩვენი ცხოვრება, არიან ადამიანები რომლებიც კარებს გვიღებენ დაარიან ადამიანები რომლებიც უბრალოდ გვიყურებენ.ლამაზად ჩაცმულ ადამინებს უფროდიდი შანსი აქვთ ყველა კარში გაეტივნონ. ესთეტიკა განწყობას ცვლის.
მე მეტს არ ვილაპარაკებ,ფოტო უფრო ბევრს ლაპარაკობს.
ეს ფოტო განსაკუთრებულად მოეწონა Alison Lowe და შეფასებაც გაასაჯაროვა.

სოხუმი-თბილისი
ისტერიულად ჩქარა ჩავალაგე ბარგი, მატარებელზე მაგვიანდება, მანქანა გაფუჭებულია, ფრენები ჯერ არ დაუნიშნიათ, საგიჟეთი!კიდევ მთვრალი ვარ მგონი. ვისთან მივიდე სოხუმში რომ ჩავალ, სასტუმროში რომ არ იყოს ადგილები? რა სისულელეა! სოხუმში ყველასთან შემიძლია დარჩენა, ვინც შემხვდება დახმარებას ვთხოვ, მთელი თბილისი იქ არის, ჯერ ჩვენი ტელეფონის ანძები არ დაუყენებიათ ვერც ვერავის ვურეკავ… ბებიაჩემის წერილები ძლივს ვიპოვე, როგორ გაუკოჭავს ან ეს თოკი სად იშოვა,ნეტავ რა წერია შიგნით… იქნება ცუდი რაღაცეები წერია… არა, ცუდი როგორ ეწერება, თავის კლასელს უგზავნიდა. თან დამაბარა სოხუმში თუ ოდესმე ჩახვალ ლამაზად ჩაიცვიო. აჰა ბებო, ჩავიცვი, ჩავალაგე, პირველ ბაქანზე ვდგავარ, აი მატარებელიც დაიძრება. სოხუმში რომ შევალ, ბევრს ვიტირებ სიხარულისგან, შენს მაგივრად. თუ მანამდე ნაბახუსევმა არ მომკლა. ოღონდ სასაფლაოებზე თუ არ მივალ არ გამიბრაზდე. დანარჩენ სურვილებს აგისრულებ.რატომ არასოდეს არ მიკითხავს, რომელ ქუჩაზეა ჩვენი სახლი, ვის უნდამივადგე. . .

მესამე ფოტო
“რომელი იარაღი ჯობია”
შარვალი ახალი კოლექციიდან არის ორი ქალის ხელით შექმნილი მძივით ამოქარგულინახატით.ქართლის დედა და თავისუფლების ქანდაკება .ორივე შეიარაღებულია, ჩვენ ხმალიგვიჭირავს და ურთიერთობა მას კი განათლება და თავისუფლება, ვისურვებდი რომ ჩვენსხელში ეს ორი უკანასკნელიც იყოს.

მინდა,რომ სოხუმში ადამიანები ჩემი ჩანთებით დაბრუნდნენ.
რაც შეეხება კოლექციას ის სიხლისფერი “ნატურალური და ხარისხიანი” ტყავისგანაა დამზადებული და ეს კოლექციაც პროტესტია ჩემი თავის მიმართ.












