Tbilisi Open Air-ის კარი ხვალ, 21 ივნისს გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია Lisi Wonderland-ში იმართება.
ფესტივალის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი შუადღის სამი საათიდან იქნება.
თბილისის მერიის დახმარებით, ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები. ყოველდღე 14:00-დან (პირველ დღეს 13:00-დან) 03:00-მდე.
ფესტივალზე იმუშავებს დაკარგული ნივთების პუნქტი. პუნქტი მდებარეობს ტერიტორიის შესასვლელთან. ასე რომ, თუკი ფესტივალის მიმდინარეობისას რაიმე ნივთს დაკარგავთ, ან სხვისას იპოვით, შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ.
Tbilisi Open Air 2019-ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.
⚠ სამაჯურის ტარება აუცილებელია!
⚠️ სამაჯურის თვითნებური დაზიანების/მოხსნის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სამაჯურის გადაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.
⚠️ სამაჯურის ზედმეტად გადაჭერის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ, მიმართოთ Troubleshoot-ს, ფესტივალის შესასვლელთან.
⚠️ სამაჯურის გაცვლა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მეთვალყურეობის ქვეშ!
21, 22 და 23 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში.
დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.
ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან) შეძლებენ.
კემპინგის ზონაში აუცილებელია, როგორც დღიური ბილეთის/აბონემენტის შესაბამისი სამაჯურის, ასევე სპეციალურად კემფინგის ზონისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება.
⚠️ აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მისამართზე www.tkt.ge/OpenAir, ფილარმონიის სალაროებში და ფესტივალის ტერიტორიაზე.
აბონემენტის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთი – 75 ლარი, ღამის ბილეთი – 35 ლარი.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich,1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.
აღსანიშნავია, რომ “Tbilisi Open Air“–ზე დასწრების მსურველებს 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.
ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.