Tinder–მა ახალი ფუნქცია ჩართო

633

Tinder-ის შემქნელების განცხადებით, ახლა აპლიკაციის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გარკვეულ მუსიკალურ ღონისძიებაზე გაიცნონ ახალი პარტნიორი. დეველოპერების განმარტებით, ადამიანებს ბევრად გაუმარტივდებათ ერთმანეთის პოვნა.

ამ მომენტში Tinder-ში ხელმისაწვდომია მხოლოდ 12 კონცერტი აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზე, თუმცა იგეგმება სხვა ფესტივალების დამატებაც. ღონისძიების აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნები 3 კვირის მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი, რათა შეხვედრის დაგეგმვა გამარტივდეს.