Tom Ford-მა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. ჩვენებაზე წარმოდგენილი კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. შეიმჩნეოდა მკვეთრი და ძირითადად შავ-თეთრი ფერები.
შოუ ძველი მეტროს სადგურის ტერიტორიაზე გაიმართა და პოდიუმზე მოდის წამყვანი სახეები – ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი და ადუტ აკეჩი გამოვიდნენ.
ნიუ-იორკის მოდის კვირეული 13 სექტემბერს დაიხურება.


