დღეს ტრანსგენდერი მოდელი ნამდვილად აღარავის უკვირს, 2021 წელი მათთვის ძალიან პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა. ამჯერად, Victoria’s Secret-მა გვამცნო ახალი ანგელოზის შესახებ.
მოდის ისტორიაში ვალენტინა სამპაიო პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელმაც Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა, ამჯერად კი ეს პატივი ემირა დისპეინს ხვდა წილად, რომელიც გახდა პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალი.
“მინდა ძალა მივცე მსოფლიოს გარშემო არსებულ ტრანსგენდერ ქალებსა და კაცებს, რათა ვაჩვენო მათ რომ სილამაზის სტანდარტები იცვლება და მათთვის ყველაფერი შესაძლებელია”.


