Warner Bros.-ის აზრით, ვენტიმილია ბეტმენის როლისთვის ბებერია

566

მსახიობმა მაილო ვენტიმილიამ განაცხადა, რომ Warner Bros.–მა ის ბეტმენის როლისთვის “ზედმეტად ბებრად” მიიჩნია.

როგორც 42 წლის მსახიობი აცხადებს, მას მუდამ სურდა სუპერ–გმირის როლის თამაში.

“როგორც კი მსგავსი შესაძლებლობა მომეცა, აგენტებს ვთხოვე დაინტერესებულიყვნენ ამ ფილმში ჩემი მონაწილეობის საკითხით. ისინი სტუდიას დაუკავშირდნენ, სადაც მათ განუცხადეს, რომ მე ძალიან ბებერი ვარ. იმედგაცრუებული ვიყავი. მიმაჩნია, რომ რობერტ პატისონი კარგად გაუმკლავდება ამ როლს. ის შესანიშნავი მსახიობია”, – განმარტავს ვენტიმილია.