XI საუკუნის სასახლის ნაშთის აღმოჩენის გამო შესაძლოა ახალი ტურისტული რუკა შეიქმნას

1405

თელავის ისტორიულ ნაწილში აღმოჩენილი XI საუკუნის სასახლის ნაშთი შესაძლოა ახალი ტურისტული და არქეოლოგიური რუკის შექმნის საფუძველი გახდეს.

არქეოლოგებმა კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს.

ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ინფორმაციით, გათხრების შედეგად სხვა უძველესი ნაშთებიც არის ნაპოვნი.

„ქალაქის დასავლეთ ნაწილში V-VII საუკუნეებით დათარიღებული რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებსაც მივაკვლიეთ, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა“, – თქვა ლაღიაშვილმა.

ექსპედიციის ავტორები ისტორიკოსებთან ერთად, აღმოჩენების მიხედვით, ახალ ტურისტულ რუკებზე მუშაობას გეგმავენ.

არქეოლოგიური გათხრები ქალაქ თელავის ისტორიულ ნაწილში ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.