Your shot საქართველოს ფოტოკონკურსის დაჯილდოვება „ბუნება მაკროობიექტივში“

981

5ივლისს, 19:00 საათზეYour shot საქართველოს ფოტოკონკურსის „ბუნება მაკროობიექტივში“ გამოფენა, დაჯილდოვება გაიმართება.31 მაისიდან 23 ივნისამდე, თითოეულ მონაწილეს შეეძლო 3 ფოტოს ატვირთვა.

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ; კუს ტბის გზა N 1.

მაკროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პოპულარული მიმდინარეობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენ გარშემო არსებული სამყარო ძალიან ბევრჯერ მოვაახლოოთ კადრში და ისეთი დეტალები დავინახოთ, რომელთა დანახვაც შეუიარაღებლი თვალით თითქმის შეუძლებელია. მაკროობიექტივი ასევე პაწაწინა საგნებისა თუ არსებების ფოტოზე აღბეჭდვისა და დეტალურად დათვალიერების საშუალებას გვაძლევს. ხშირად დაჯერებაც გვიჭირს, რომ ეს საოცარი “ორნამენტები”, ფერები თუ ნახატები,  რომელთაც მარკოფოტოებზე ვხედავთ, ნამდვიალდ არსებობს და აღფრთოვანებას იწვევს იმაზე ფიქრი, რომ ბუნება მაკროსკოპულ მასშტაბებშიც ასეთ ვირტუოზულ შედევრებს ქმნის.ღონისძიებაზე გამოვლიდებიან ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.

I – ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 990 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

II – ადგილი – ამერიკელი და ქართველი არტრედაქტორების რჩეული. პრიზი 850 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

III –ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 550 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.

ფოტოკონკურსის ფარგლებში 265 გამოგზავნილი კადრიდან შეირჩა 20.

ღონისძიებახორციელდება National Geographic Magazine საქართველოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

National Geographic-ისშესახებ

National Geographic-იმსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდანგამოდის. იგიიბეჭდება 36 ენაზედა 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.

National Geographic ქართულენაზე 2012 წლიდანკომპანია „სილნქტის“ მხარდაჭერით გამოდის.  ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან პროფ. დავით ლორთქიფანიძე, პროფ. ზაზა კოკაია, პროფ. დავით ფრანგიშვილი და პროფ. გია დვალი.

ჟურნალ National Geographic საქართველოს პირველივე დღიდან აღებული აქვს განათლებისა და ცოდნის გავრცელების პასუხისმგებლობა. ავრცელებს და ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშნველოვან, ფუნდამენტურ მოვლენის შესახებ სანდო ინფორამციას ქართულ ენაზე.

ჟურნალი უსასყიდლოდ გადაეცემა სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეებს, პენიტენციალურ სისტემას, ოკუპირებულ ზოლთან ახლომდებარე სასწავლებლებს და სხვ.

ჟურნალის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში. “National Geographic საქართველო” უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით სახალისოდ მოგითხრობთ ძალიან საინტერესო ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ჟურნალის მიერ გაშუქებულ ყველა თემას „ზურგს უმაგრებს“ ნებისმიერი მიმართულების აკადემიური ცოდნა.