Yourshot საქართველოს ფოტოკონკურსის დაჯილდოვება „საქართველოს ველური ბუნება“

1027

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე Yourshot საქართველოს ფოტოკონკურსის „საქართველოს ველური ბუნება“ გამოფენა, დაჯილდოვება გაიმართება. 6 ივნისიდან 8 სექტემბრამდე, თითოეულ მონაწილეს შეეძლო 3 ფოტოს ატვირთვა.

მისამართი: National Geographic საქართველოს რედაქცია

შემოსასვლელი: რუსთაველის გამზირი 3, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ბუნება რომ განსაკუთრებულია ყველამ ვიცით. მისით აღფრთოვანებას ვერც ჩვენ ვმალავთ და ვერც ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრები. ყოველთვის ამაყად აღვნიშნავთ, რომ ამ პატარა ქვეყანაში კლიმატური ზონების და შესაბამისად, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს საოცარი მრავალფეროვნებაა.

თუმცა, სამწუხაროდ, “წითელ ნუსხაშიც” მრავლად ამოიკითხავთ საქართველოს ველური ბუნების წარმომადგენელთა მონაცემებს, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

ღონისძიებაზე გამოვლიდებიან ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.

I – ადგილს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. პრიზი 990 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. I ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

II – ადგილი – ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 890 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. II ადგილის მფლობელი კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.

III – ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 700 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.