YouTube Music და Universal Music Group–მა ცნობილი სიმღერების რემასტერინგის პროექტის დაწყება დააანონსეს. შემდეგი წლის განმავლობაში კომპანიები აპირებენ ათასობით კლიპის ხარისხი გააუმჯობესონ.
პირველ კანდიდატებს შორის არიან Beastie Boys, ჯანეტ ჯექსონი, ლედი გაგა და ასევე Nirvana–ს “Smells Like Teen Spirit” .
როგორც კომპანია Universal–ის კონტენტთან მუშაობის განყოფილების ვიცე–პრეზიდენტმა ბარაკ მოფიტმა განაცხადა, სამუშაო პროცესში გამოიყენება ყველა ორიგინალური წყარო.
“უნდა “გაიწმინდოს” ფერები და კლიპები ბევრად “ცოცხალი” გახდება. ეს აძლევს მათ შანსს მიიღონ თანამედროვე მაღალი ხარისხი”, – განაცხადა მოფიტმა.